Startseite » news_ge » ექსპორტისა და იმპორტის ფასების ინდექსები წინა წელთან შედარებით გაზრდილია

ექსპორტისა და იმპორტის ფასების ინდექსები წინა წელთან შედარებით გაზრდილია

by Salome Mumladze
Export-Import Georgien

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბერში ექსპორტის ფასების ინდექსის წლიურმა ზრდამ 8.1% შეადგინა.

რაც შეეხება ექსპორტის ფასების ინდექსის ცვლილებას მიმდინარე წლის წინა თვესთან (აგვისტო) შედარებით, სექტემბერში ეს მაჩვენებელი 2.2%-ით გაიზარდა.

სექტემბერში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები წლიურად – 4.2%-ით, სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე – 34.8%-ით, კვების პროდუქტებზე – 13.1%-ით, სასმელებზე – 5.2%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება იმპორტის ფასების ინდექსს, მიმდინარე წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ზრდამ 3.4% შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის აგვისტოსთან შედარებით ზრდა 2.2%-ია.

ფასების წლიური ზრდა დაფიქსირდა: დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე – 3.4%-ით; სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე – 3.3%; ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე – 7.3%.
Sarke Information Agency, 21.10.2020

You may also like

Leave a Comment

X