საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ნოემბრიდან საქართველოს მიმართულებით და საქართველოდან რეისები ეტაპობრივად აღდგება.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, პირველ რიგში, ოქტრომბრის ბოლოდან ფრენები დაემატება არსებულ რეისებზე – პარიზისა და მიუნხენის მიმართულებით. ნოემბერში ეტაპობრივად პირდაპირი რეისები გაიხსნება, როგორც თბილისიდან, ასევე ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით.