fbpx
Startseite » news_ge » თბილისმა UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომას უმასპინძლა

თბილისმა UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომას უმასპინძლა

by Salome Mumladze

16-17 სექტემბერს თბილისში გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა ჩატარდა.

ღონისძიებას 24 ქვეყნის 170-მდე დელეგატი დაესწრო, მათ შორის იყვნენ ესპანეთიდან, საბერძნეთიდან, პორტუგალიიდან, რუმინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.როგორც UNWTO-ს გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა აღნიშნა, COVID-19-ის პანდემიის შემდეგ პირველად იმართება UNWTO-ს საბჭოს სხდომა. ტურიზმის სექტორი ჯერ კიდევ კრიზისშია და მზად უნდა ვიყოთ, რომ სათანადო პასუხი გავცეთ გამოწვევებს, განუცხადა მან ჟურნალისტებს და აღნიშნა: ჩვენ ჩამოვაყალიბებთ „თბილისის დეკლარაციას“, რომელიც ითვალისწინებს ტურიზმის განვითარებას მომავალი თვეების განმავლობაში.
ცნობისთვის, აღმასრულებელი საბჭო UNWTO-ს მმართველ ორგანოს წარმოადგენს და 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება. აქამდე, საბჭო ამ ტიპის სხდომებს მხოლოდ მადრიდში ატარებდა.

You may also like

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X