Startseite » news_ge » თბილისში 𝐏𝐑𝐎𝐏𝐄𝐑𝐓𝐘 𝐄𝐗𝐂𝐋𝐔𝐒𝐈𝐕𝐄 𝟐𝟎𝟐𝟓 გაიმართა

თბილისში 𝐏𝐑𝐎𝐏𝐄𝐑𝐓𝐘 𝐄𝐗𝐂𝐋𝐔𝐒𝐈𝐕𝐄 𝟐𝟎𝟐𝟓 გაიმართა

by Salome Mumladze

2025 წლის 29 მარტს სასტუროში Pullman Tbilisi Axis Towers გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) მხარდაჭერით, ექსკლუზიური შეთავაზებების სექტორის მთავარი ღონისძიება 𝐏𝐑𝐎𝐏𝐄𝐑𝐓𝐘 𝐄𝐗𝐂𝐋𝐔𝐒𝐈𝐕𝐄 𝟐𝟎𝟐𝟓 ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ უძრავი ქონების ჰაბი, 𝐏𝐫𝐨𝐩𝐞𝐫𝐭𝐲 𝐆𝐞𝐨𝐫𝐠𝐢𝐚, მთავარი პარტნიორი-FIABCI-Georgia, გენერალური სპონსორი-,,ალიანს ჯგუფი.“

𝐏𝐑𝐎𝐏𝐄𝐑𝐓𝐘 𝐄𝐗𝐂𝐋𝐔𝐒𝐈𝐕𝐄 𝟐𝟎𝟐𝟓  გაიხსნა უძრავი ქონების თემატური საუბრებით 𝐏𝐫𝐨𝐩𝐞𝐫𝐭𝐲 𝐓𝐚𝐥𝐤𝐬. განხილული იქნა სექტორის მთავარი სიახლეები და ტენდენციები. პანელური დისკუსიის ფარგლებში უძრავი ქონების ექსპერტები მიმოიხილავდნენ მიმდინარე წელს და ისაუბრეს 2026-ის მოლოდინებზე. Property Talks-ს დაესწრნენ პარტნიორი და მხარდამჭერი კომპანიები და ორგანიზაციები, FIABCI-Georgia-ს წევრი და არაწევრი უძრავი ქონების კომპანიები. საპატიო დამსწრეებად ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. Property Talks-ის დასრულების შემდეგ FIABCI-Georgia-ს წევრი კომპანიების მხრიდან მოხდა ახალი პროექტების წარდგენა.

𝐏𝐑𝐎𝐏𝐄𝐑𝐓𝐘 𝐄𝐗𝐂𝐋𝐔𝐒𝐈𝐕𝐄 𝟐𝟎𝟐𝟓-ის დამსწრეები ექსკლუზიურად ერთ სივრცეში გაეცნენ უძრავი ქონების და სექტორთან დაკავშირებული კომპანიების წინასააღდგომო, საგაზაფხულო სპეც. შეთავაზებებს. ასევე გაიმართა B2B/B2C შეხვედრები. დღის მანძილზე პარტნიორმა კომპანიებმა გაათამაშეს სხვადასხვა პრიზები.

𝐏𝐑𝐎𝐏𝐄𝐑𝐓𝐘 𝐄𝐗𝐂𝐋𝐔𝐒𝐈𝐕𝐄 𝟐𝟎𝟐𝟓 გაზიარდა 𝐅𝐈𝐀𝐁𝐂𝐈-𝐆𝐞𝐨𝐫𝐠𝐢𝐚-ს სოც. ქსელებში, რაც მოიცავს 𝐅𝐈𝐀𝐁𝐂𝐈-ის აუდიტორიას მსოფლიოს 𝟕𝟎-ზე მეტ ქვეყანაში!

You may also like

X