fbpx
Startseite » news_ge » თიბისიმ Global Finance-ის დაჯილდოებაზე რამდენიმე ჯილდო მოიპოვა

თიბისიმ Global Finance-ის დაჯილდოებაზე რამდენიმე ჯილდო მოიპოვა

by Salome Mumladze

თიბისი კორპორატიული ციფრული ბანკების კატეგორიაში – სოციალური მედიის, მარკეტინგული კომუნიკაციებისა და სერვისებისთვის მსოფლიოში 2020 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა. ასევე, კომპანიამ ფიზიკური პირებისთვის მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის ტიტული მოიპოვა. აღნიშნულ კატეგორიაში თიბისიმ როგორც საუკეთესო კორპორაციულმა ციფრულმა ბანკმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში რეგიონალური ჯილდოც აიღო.

თიბისიმ 2 ჯილდო ქვეყნის მასშტაბითაც მოიპოვა.

საერთაშორისო გამოცემამ თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურება საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა. აღიარება თიბისიმ ზედიზედ უკვე მეორედ მიიღო, პერსონალურ საბანკო მომსახურებაში წამყვანი პოზიციის და მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებისთვის.

თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო პროვაიდერადაც დასახელდა. საერთაშორისო აღიარება თიბისიმ ვალუტის გაცვლითი ტრანზაქციების მოცულობის, ბაზრის წილის, გლობალური დაფარვის არეალის, მომხმარებლებისთვის შეთავაზებული გამორჩეული მომსახურების, კონკურენტული ფასებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით მიღწეული წარმატებისთვის მოიპოვა.

You may also like

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X