119
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრ, TBC ბანკს, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ლოგისტიკის ხელშეწყობაში. მისი წვლილი ბოლო 2 წლის განმავლობაში 58%-ით გაიზარდა და 2024 წლისთვის 400 მილიონ ლარს მიაღწია.
ბანკის დაფინანსებით, E-60 Shipping Line-მა მეორე ბორანი შეიძინა, რომელიც ქართული დროშის ქვეშ გადაზიდვებს საქართველო-რუმინეთს შორის ასრულებს. ბანკის თანამონაწილეობა 19 მილიონ ლარს შეადგენს.
ბორანს ფოთი -კონსტანცას მიმართულებით სხვადასხვა კატეგორიის ტვირთები გადააქვს, მათ შორის სარკინიგზო, სატვირთო და მსუბუქი მანქანები. მისი ტევადობა 80 დიდ სატვირთო და 30 მსუბუქ მანქანას მოიცავს.
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.
