თიბისის და ვიზას მომხმარებლებისთვის პირველი ციფრული ბარათი უკვე ხელმისაწვდომია. ციფრული ბარათი პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც სადებეტო ბარათს. მისი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ მომხმარებელს არ უწევს ფიზიკური პლასტიკური ბარათის ტარება; მისი გამოყენებით შესაძლებელია თანხის გადახდა სავაჭრო ობიექტებში, პოს-ტერმინალების გამოყენებით, ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდება. ბარათის დამატება შესაძლებელია ციფრულ საფულეში Apple Pay ან tbc Wallet.
უახლოეს მომავალში ბარათს ონლაინ გადახდის სერვისიც დაემატება.
ციფრული ბარათის შეკვეთა შესაძლებელია მარტივად, მობაილ ან ინტერნეტბანკიდან.