Startseite » news_ge » იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წლიურად 35.2%-ით გაიზარდა

იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წლიურად 35.2%-ით გაიზარდა

by Salome Mumladze

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $8.47 მილიარდი შეადგინა, იუწყება საქსტატი. წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე ეს მოცულობა 35.2%-ით მეტია, აღნიშნავს უწყება.

მათ შორის, ექსპორტი $2.55 მილიარდამდე იყო (35.1%-ით მეტი), ხოლო იმპორტი – $5.92 მილიარდამდე (35.3%-ით მეტი).

შესაბამისად, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში $3.37 მილიარდი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.8% შეადგინა (ნაცვლად $2.44 მილიარდისა და 39.2%-სა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში).

You may also like

X