საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) გადაწყვეტილებით, 1 მაისიდან იპოთეკური სესხის გაცემის წესი შეიცვლა. იპოთეკური სესხების ძირითადი ნაწილი ცვლადგანაკვეთიანია, რასაც თან ახლავს საპროცენტო რისკი, მიუთითებს სებ.
სებ-ის განმარტებით, „ამ რისკის საპასუხოდ საჭირო ბუფერების არსებობისთვის, კომერციულმა ბანკებმა ცვლადგანაკვეთიანი კრედიტის გაცემისას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასების დროს 3 პროცენტული პუნქტი საპროცენტო განაკვეთის შოკი უნდა გაითვალისწინონ“. ამასთან, იპოთეკური სესხების ვადა, 15-ის ნაცვლად, 10 წლით განისაზღვრა.
როგორც საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე აცხადებს, „პრაქტიკულად, ყველა ამ გადაწყვეტილებით დიდი რაოდენობით ადამიანები, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ სესხი აეღოთ უცხოურ ვალუტაში, ეს შესაძლებლობა შეეზღუდებათ“. „ან იმდენად მცირე თანხას მიიღებენ, რომ შეიძლება საინტერესოც აღარ იყოს“, დასძენს ის და აღნიშნავს, რომ ეს „ყველაზე მეტად შეეხება საშუალო შემოსავლის პირებს“.