Startseite » news_ge » მასშტაბური ფინანსური ტრანზაქცია საქართველოს კერძო სექტორში

მასშტაბური ფინანსური ტრანზაქცია საქართველოს კერძო სექტორში

by DWV Admin

საქართველოს კერძო სექტორის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ტრანზაქცია წარმატებით დასრულდა: Silk Road Group-მა 400 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები გამოუშვა, რომლებიც ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განთავსდა. ობლიგაციებზე მოთხოვნამ 1.3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც დაახლოებით სამჯერ აღემატება ემისიის მოცულობას და ხაზს უსვამს საერთაშორისო ინვესტორების მაღალ ინტერესს როგორც კომპანიის, ასევე საქართველოს საბაზრო გარემოს მიმართ.

ტრანზაქციის სამართლებრივი უზრუნველყოფის ნაწილში გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრმა კომპანიამ BLC-მ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა:

კომპანია ამ პროცესში სამართლებრივ მხარდაჭერას უწევდა უმსხვილეს საინვესტიციო ბანკებს – J.P.Morgan-სა და UBS-ს – Baker McKenzie- სთან ერთად. თანაწამყვანი მენეჯერები იყვნენ TBC Capital, Galt & Taggart და საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი Oppenheimer.

აღნიშნული ტრანზაქცია წარმოადგენს თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითს და აჩვენებს გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრი კომპანიების ჩართულობას საქართველოს კორპორაციული და კაპიტალის ბაზრის განვითარებაში.

DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.

You may also like

X
Skip to content