fbpx
Startseite » news_ge » მთავრობამ სამშენებლო სექტორის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა

მთავრობამ სამშენებლო სექტორის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა

by David Hufschmidt

დეველოპერული სექტორისთვის განკუთვნილი მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა მოიცავს შემდეგ პუნქტებს:

  • სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ის სუბსიდირებას, სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში. სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200,000-ლარიან სესხებზე.
  • სახელმწიფო გასცემს იპოთეკური სესხის გარანტიას სესხის (არაუმეტეს 200,000 ლარი) 20%-ის ოდენობით, სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში. გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა შეადგენს არანაკლებ 10%-სა.

ორივე შეღავათი შეეხება მხოლოდ მათ, ვინც მიმდინარე წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 1 იანვრამდე პერიოდში აიღებს იპოთეკურ სესხს ახლად-აშენებული ბინის შესაძენად.

  • სახელმწიფო დააზღვევს მიმდინარე მშენებლობებს. კერძოდ, ახალი პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო გასცემს შესყიდვის გარანტიას, პროექტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართის არაუმეტეს 30%-ზე, გარანტიის გაცემიდან 3 წლის განმავლობაში.

ამ პროგრამის ფარგლებში, ბინების ნაწილი გადაეცემა დევნილებს.

  • სახელმწიფო ასევე აპირებს, განახორციელოს 150 მილიონი ლარის ღირებულების 1,800-მდე მშენებარე ბინის შესყიდვას მიმდინარე წლის 1 მაისიდან 2021 წლამდე პერიოდში.

საინფორმაციო სააგენტო სარკე, 29.05.2020

You may also like

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X