Startseite » news_ge » მუნიციპალური ტრანსპორტი 3-12 მაისის ჩათვლით არ იმოძრავებს

მუნიციპალური ტრანსპორტი 3-12 მაისის ჩათვლით არ იმოძრავებს

by Salome Mumladze
Public Transport Easter 2021 Georgia

3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს; სადღესასწაულო დღეებში კი სასაფლაოებზე გასვლა მისასვლელი გზების ჩაკეტვის გზით შეიზღუდება, – აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

გასათვალისწინებელია, რომ შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.

“როგორც ცნობილია, 4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა” – განაცხადეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

უწყებების მხრიდან კვლავ გრძელდება ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების კონტროლი; უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს ვითარების დეტალური ანალიზის შედეგად მიიღებს.

You may also like

X
Skip to content