fbpx
Startseite » news_ge » პროკრედიტ ბანკი ბიზნესს “მწვანე ეკონომიკის” დაფინანსების პროგრამას სთავაზობს

პროკრედიტ ბანკი ბიზნესს “მწვანე ეკონომიკის” დაფინანსების პროგრამას სთავაზობს

by Salome Mumladze

საქართველოში პროკრედიტ ბანკს გამორჩეული ადგილი უჭირავს მდგრადი განვითარების მიმართულებით ბიზნესისთვის ძლიერი მხარდაჭერის კუთხით, რომლის მხრიდან მუდმივად არსებობს მზაობა ადგილობრივ ბაზარს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს და დაინტერესების შემთხვევაში მათთვის საჭირო ფინანსებზე წვდომა უზრუნველყოს.

პროკრედიტ ბანკის გარემოსდაცვითი მენეჯმენტის ხელმძღვანელი ქეთევან კეკელაშვილი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) GEFF პროგრამის წარმომადგენელი გიორგი ზურაშვილი საუბრობენ, თუ რას გულისხმობს დღეისთვის საქართველოში გერმანული ბანკის მიერ შემოთავაზებული მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამა GEFF და რა შესაძლებლობებს სთავაზობს ის ბაზარს.

„საქართველოში მწვანე ფინანსირების განვითარების და მასზე მოთხოვნის ტენდენცია მზარდია. ადგილობრივ ბიზნეს სექტორსა თუ სამოქალაქო საზოგადოებაში საკითხის მიმართ ცნობადობის ზრდისა და ფინანურ რესურსზე წვდომის კუთხით დღეს აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. გვაქვს მოლოდინი, რომ დაინტერესება გარემოსადმი მეგობრულ ტექნოლოგიებში, ინვესტირების კუთხით უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მზარდი იქნება, რადგან ის ბიზნესს მნიშვნელოვან ბენეფიტებს სთავაზობს. რაც შეეხება GEFF-ს, ის ბიზნესებსა და დაინტერესებულ ფიზიკურ პირებს, ენერგო და რესურს ეფექტურ, ასევე განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებში ინვესტიციების განხორციელებაში ეხმარება. პროგრამა ფინანსურ მხარდჭერასთან ერთად მომხმარებლებს საკონსულტაციო მომსახურების კომპონენტსაც სთავაზობს“, – განმარტავს “პროკრედიტ ბანკის” გარემოსდაცვის მენეჯერი ქეთევან კეკელაშვილი.

გიორგი ზურაშვილი დაფინანების პროგრამის ორ მიმართულებაზე საუბრობს, საიდანაც პირველი ხელსაყრელია მათთვის, ვინც უკვე იცის, თუ რა ტექნოლოგიის შეძენა სურს. ასეთ შემთხვევაში, მათ შეუძლიათ მწვანე ტექნოლოგიის სარჩევით ისარგებლონ, სადაც ყველა ის ტექნოლოგიაა შეტანილი, რომელიც $300,000 (ან ექვ. სხვა ვალუტაში) ფარგლებში წინასწარ GEFF ფინანსირებისთვისაა დამტკიცებული. მეორე კი – მრავალკომპონენტიან პროექტებზე მორგებულ დაფინანსებას გულისხმობს და უფასო ტექნიკურ კონსულტაციას მოიცავს.

GEFF-ის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში რამდენიმე პროექტი უკვე წარმატებით დაფინანსდა, გაწეული საკონსულტაციო მომსახურება კი მომხმარებლებს “მწვანე” არჩევანის გაკეთებაში დაეხმარა. კლიენტებმა შედეგად გაზრდილი წარმოება და ხარჯების დანაზოგი მიიღეს.

You may also like

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X