Startseite » news_ge » პროკრედიტ ბანკი ქალი მეწარმეების მხარდამჭერ პროექტს ახორციელებს

პროკრედიტ ბანკი ქალი მეწარმეების მხარდამჭერ პროექტს ახორციელებს

by Salome Mumladze

DWV-ის წევრი კომპანია ProCredit ბანკი ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად დაფინანსების პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ქალი მეწარმეებისთვის დაკრედიტების სპეციალური პირობები იფუნქციონირებს.  პროექტის მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება, ასევე, დამატებითი საკონსულტაციო და სატრენინგო სერვისებიც. 

დაფინანსების სპეციალური პირობები პროკრედიტ ბანკისგან გულისხმობს სესხზე შემცირებულ საპროცენტო განაკვეთს – სტანდარტულს – 0,5% და შეღავათს გირაოსა და გაცემის საკომისიოზე.

საკონსულტაციო და სასწავლო კურსები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ლიდერობა, ფინანსური მენეჯმენტი, ბიზნესის მართვა და სხვა, რაც კომპანიის სწორ განვითარებას შეუწყობს ხელს.

ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობა?
პროგრამაში ჩასართავად საჭიროა, რომ საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის დირექტორთა საბჭოს 50%- და მეტს ქალი დირექტორები შეადგენდნენ.

You may also like

X