Startseite » news_ge » ლითონებისა და სამთო მოპოვების სექტორი საქართველოში გამოწვევების წინაშე დგას

ლითონებისა და სამთო მოპოვების სექტორი საქართველოში გამოწვევების წინაშე დგას

by Salome Mumladze

ლითონის გადამამუშავებელი და სამთო სექტორი საქართველოში დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ფეროშენადნობები განიცდიან ფასების მკვეთრ რყევებს მსოფლიო ბაზარზე. საექსპორტო ფასი დაეცა 2.000 აშშ დოლარიდან ტონაზე (2021) 1.140 აშშ დოლარამდე (2024 წ.), რის საფუძველზეც შემცირდა შემოსავალი 460 მილიონი აშშ დოლარიდან 322 მილიონ აშშ დოლარამდე ექსპორტის მოცულობის გაზრდის მიუხედავად. განსაკუთრებით დაზარალდა აშშ-ს ბაზარი, სადაც ქართული ექსპორტის 75% ფეროშენადნობებისგან შედგება.  ექსპორტი შემცირდა ევროკავშირშიც და მიაღწია 10-წლიან მინიმუმს ( მთლიანი ექსპორტის 15,8%).

კრიზისია ჭიათურაშიც მანგანუმის მოპოვებისას. მანგანუმის ფასების დაცემამ და მაღალი ხელფასების გამო სამთო ხარჯების ზრდამ აიძულა ჯორჯიან მანგანეზი შეწყვიტოს წარმოება 2024 წელს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე აღებულია 82.6 მილიონი ლარის სესხები, ბანკები უარს ამბობენ შემდგომ დაფინანსებაზე.

გერმანული აუდიტორული კომპანიის DMT-ის მიერ 2024 წელს გამოქვეყნებული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა მადნის მოპოვება ეკონომიკურად არამომგებიანია მადნის დაბალი ხარისხისა და არაეფექტური გადამუშავების გამო.

You may also like

X