fbpx
Startseite » news_ge » საქართველოსა და გერმანიას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და გერმანიას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

by Salome Mumladze

საქართველოსა და გერმანიას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაა.

გერმანიის შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვრიდან ნოემბრამდე მათ შორის, ვისაც თავშესაფარზე უარი უთხრეს, 15.6% საქართველოდან და მოლდოვიდან იყო.

შეთანხმებით ასევე გერმანიაში სეზონურად დასაქმების შესაძლებლობები ფართოვდება, და გაძლიერდება თანამშრომლობა საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების გაფართოებისთვისაც.

გერმანია მსგავსი ხელშეკრულების დადებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს მოლდოვასთან, კენიასთან, კოლუმბიასთან, უზბეკეთთან, ყირგიზეთთან და მაროკოსთან.

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X