Startseite » news_ge » საქართველოს ბანკის სტიპენდია აშშ-ის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველთათვის

საქართველოს ბანკის სტიპენდია აშშ-ის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველთათვის

by Salome Mumladze
Bank of Georgia bietet Vollstipendien für das Fulbright-Programm 2024-2025 an US-Universitäten.

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი კომპანიის, საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით, სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, სწავლა აშშ-ს წამყვან  უნივერსიტეტებში, სამაგისტრო პროგრამაზე  განაგრძონ.

საქართველოს ბანკის სტიპენდიის მოპოვების მსურველებს, სწავლის გაგრძელება აშშ-ში ბიზნესის ადმინისტრირების, STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) ან სხვა მიმართულებით შეუძლიათ.  პროექტი, Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომელშიც მონაწილეობის მსურველებმა აპლიკაცია ამ ბმულზე 2025 წლის პირველ აგვისტომდე უნდა შეავსონ.

Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, უკვე 15-მა ახალგაზრდამ მოიპოვა საქართველოს ბანკის 100%-იანი დაფინანსება.

სასტიპენდიო პროგრამის კანდიდატთა შერჩევას საქართველოში აშშ-ის საელჩო ახორციელებს. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ:

  • პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს შეუძლია, რომელთაც წარმატებით აქვს დასრულებული საბაკალავრო საფეხური ან არის მეოთხე კურსის სტუდენტი;
  • სასტიპენდიო პროგრამის მოთხოვნებისა და განაცხადის შევსების წესების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე;
  • გასაუბრების წარმატებით ჩაბარების შემდეგ პროგრამის მონაწინეები, ოქტომბერში TOEFL, GRE და TOEFL-ის სავალდებულო ტესტებს ჩააბარებენ.

    განათლების
    გზაზე არ გაჩერდე – Fulbright-ის პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

    DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.

You may also like

X