გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი, „საქართველოს ბანკი“ საუკეთესო ბანკის სტატუსს 2025 წელსაც ინარჩუნებს. საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა „საქართველოს ბანკი“ უკვე მეორედ, 2025 წელსაც წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში.
“საერთაშორისო საბანკო სისტემა მუდმივად ვითარდება და ადაპტირდება არსებულ გამოწვევებთან, ამისათვის კი ინოვაციასა და განსხვავებულ მიდგომებს იყენებს. ხელოვნურმა ინტელექტმა საბანკო სექტორის ცვლილება დააჩქარა და ნათლად დაგვანახა, რომ მისი სწრაფი ზრდა ფინანსური სექტორის სწრაფ ტრანსფორმაციას გამოიწვევს. Global Finance-ის საუკეთესო ბანკის ჯილდო კი სწორედ იმ ფინანსური ინსტიტუტების გამოვლენას ემსახურება, რომლებიც მუდმივად ცვალებად გარემოში მომხმარებლებს გამორჩეულ სერვისებს, პროდუქტებს, გრძელვადიან სტაბილურობასა და ტექნოლოგიურ ინოვაციებს სთავაზობენ“, – აღნიშნულია Global Finance-ის განცხადებაში.
ჯილდოს გამოსავლენად ყურადღება ექცევა თვისობრივ და რაოდენობრივ კვლევას. და ისეთ კრიტერიუმებს, როგორებიცაა: აქტივების ზრდა, გეოგრაფიულ მოცვა, სტრატეგიული ურთიერთობები, ახალი ბიზნესის ხელშეწყობა და პროდუქტის ინოვაციურობა.
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.
