შეფასების მთავარი კრიტერიუმები ითვალისწინებდა, თუ როგორ გაართვეს ბანკებმა პანდემიის გამოწვევებს თავი და რამდენად შეძლეს მისი შესაძლებლობებად ქცევა.
საქართველოს ბანკი Global Finance-ის მიერ საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა. კატეგორია, რომელშიც ბანკმა ჯილდო მოიპოვა, გულისხმობს მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი ფინანსური რესურსების კიდევ უფრო ციფრულად უზრუნველყოფას, დისტანციური პროდუქტების საშუალებით. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ციფრული ინოვაციების კუთხით განვითარებას და მის ბიზნეს საქმიანობაში ინტეგრირებას.