fbpx
Startseite » news_ge » საქართველოს ბანკი ჯანდაცვის სამინისტროს 20 000 ტესტსა და სამედიცინო აღჭურვილობას გადასცემს

საქართველოს ბანკი ჯანდაცვის სამინისტროს 20 000 ტესტსა და სამედიცინო აღჭურვილობას გადასცემს

by David Hufschmidt

საქართველოს ბანკი ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს COVID 19-ის 20 000  ტესტს და საჭირო სამედიცინო აღჭურვილობას გადასცემს.

„ქვეყნის ყველაზე დიდ გამოწვევასთან, COVID-19-ის გავრცელებასთან ბრძოლაში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია დეფიციტური სამედიცინო აღჭურვილობა, სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი საქართველოსთვის შეიძენს:

  • 20 000 ლაბორატორიულ ტესტს
  • 10 სასუნთქ აპარატს
  • 50 000 პირბადეს
  • 60 000 ხელთათმანს

აღჭურვილობა მთლიანად გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს ვირუსთან ბრძოლის ეფექტურად გასაგრძელებლად“

You may also like

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X