Startseite » news_ge » საქართველოს ბანკი Visa-სთან, soplidan.ge-სთან და ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობას იწყებს

საქართველოს ბანკი Visa-სთან, soplidan.ge-სთან და ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობას იწყებს

by David Hufschmidt
Bank_of_Georgia

საქართველოს ბანკი ადგილობრივი მეწარმეებისა და ფერმერების მხარდაჭერას განაგრძობს და ამ მიზნით Visa-სთან, soplidan.ge-სთან და ფერმერთა ასოციაციასთან ერთად კამპანიას იწყებს. კამპანიის მიზანია ფერმერთა მხარდაჭერა და მათთვის საკუთარი პროდუქციის რეალიზაციაში კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა. ასევე, კამპანიის მიზანია მომხმარებლისთვის სოფლის ნატურალური პროდუქტების შეღავათიან ფასში შეძენის შესაძლებლობის მიცემა.

კამპანიის ფარგლებში, ის ვინც დღეიდან 1 ივლისის ჩათვლით საქართველოს ბანკის ვიზა ბარათით განხორციელებს გადახდებს, შენაძენზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს. SOLO-ებზე კი 25%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს. ასევე, კამპანიის პერიოდში საქართველოს ბანკის ვიზა ბარათით განხორციელებულ შენაძენზე მომხმარებელს გაორმაგებული PLUS ქულები დაერიცხება.

ავტორები იმედოვნებენ, რომ კამპანია წაახალისებს ადგილობრივი მაღალი ხარისხის პროდუქტის პოპულარიაზაციას და გაყიდვებს.

You may also like

Leave a Comment

X