გალტ & თაგარტის ჩართულობით საქართველოს ბანკმა 300,000,000 აშშ დოლარის უვადო, სუბორდინირებული დამატებითი პირველადი კაპიტალის ობლიგაციები გამოუშვა. ტრანზაქციის განთავსების აგენტები და მენეჯერები არიან ისეთი საერთაშორისო ბანკები და საინვესტიციო კომპანიები როგორიცაა: Citigroup; J.P. Morgan; BCP Securities.
ობლიგაციებზე ფასი 9.5%-თ განისაზღვრა. ფასიანი ქაღალდების განთავსება ირლანდიის საფონდო ბირჟაზე იგეგმება და მათი რეიტინგი B- (Fitch) და B2 (Moody’s) იქნება.
წყარო: გალტ & თაგარტი