fbpx
Startseite » news_ge » საქართველოს ნოემბერში მაიკ პომპეო ეწვევა

საქართველოს ნოემბერში მაიკ პომპეო ეწვევა

by Salome Mumladze
Mike Pompeo

საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტი 17-18 ნოემბერს იგეგმება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე შეხვდება კათოლიკოს-პატრიარქს.

როგორ სამინისტრო აცხადებს, ვიზიტის ფარგლებში მხარეები განიხილავენ საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობას რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, ასევე, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს.

Sarke Information Agency12.11.2020

You may also like

Leave a Comment

X