fbpx
Startseite » news_ge » საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2020 მესამედ ცხადდება!

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2020 მესამედ ცხადდება!

by Salome Mumladze

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ – საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2020 განაცხადების მიღებას იწყებს!

Meliora – საქართველოში ყველაზე გამორჩეული ჯილდო ბიზნეს კომპანიებს მათ მიერ განხორციელებული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ინიციატივებისათვის აჯილდოვებს. კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას და  საზოგადოებაში ცნების პოპულარიზაციას, კომპანიების წახალისებას დანერგონ საკუთარ საქმიანობაში CSR-პრინციპები და მიდგომები და გახდნენ სამაგალითო სხვებისთვის.

Meliora – „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით ტარდება.

Meliora 2020 – ეძღვნება იმ პროექტებსა თუ ინიციატივებს, რომლებიც კომპანიებმა თავიანთი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში განახორციელეს Covid 19-თან საბრძოლველად.

კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერი ზომის კომპანიას შემდეგ კატეგორიებში შეუძლია:

  • თანამშრომელთა მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში
  • მომხმარებელთა და მომწოდებელთა მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში
  • საზოგადოების მხარდაჭერა COVID-19 -ის პანდემიის პერიოდში
  • მცირე ბიზნესის და დაზარალებული სექტორების მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში

წამყვანი ქართველი და უცხოელი  ექსპერტებისგან შემდგარი დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს ნომინანტებს და გამოავლენს საუკეთესოებს CSR-ინიციატივების სათანადოდ დაგეგმვის,  თანმიმდევრულობის, ეფექტურობისა და შედეგების მდგრადობის მიხედვით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 7 დეკემბერი.

გამარჯვებულები 2021 წლის გაზაფხულზე გამოვლინდებიან.

კონკურსი უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს ბიზნესკომპანიებს გააცნონ საზოგადოებას თავიანთი CSR პროექტები და მოიპოვონ აღიარება.  Meliora – 2018 წელს, კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარებაზე ორიენტირებული  ბიზნესასოციაციების, საერთაშორისო და ადგილობრივი საექსპერტო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერით დაფუძნდა. ამ ორი წლის განმავლობაში კონკურსში მონაწილეობა სხვადასხვა მსხვილმა და მცირე/საშუალო კომპანიამ 140-მდე განხორციელებული CSR პროექტით მიიღო.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია ვებ-გვერდზე www.meliora.ge არის განთავსებული.

საკონტაქტი პირი

სალომე თოფურიძე

CSRDG-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტი

599326555 – salometopuridze@csrdg.ge

You may also like

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X