Startseite » news_ge » საქართველოში British Airways და easyJet შემოდის

საქართველოში British Airways და easyJet შემოდის

by Salome Mumladze

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თანახმად, 2025 წლის გაზაფხულიდან, საქართველოს ბაზარზე ფრენებს British Airways და easyJet იწყებენ.

British Airways ლონდონი – თბილისი – ლონდონის მიმართულებით ფრენებს კვირაში 4-ჯერ შეასრულებს, რომლის ღირებულებაც 461 ევროდან დაიწყება. პირველი ფრენა  30 მარტს იგეგმება.

easyJet ლონდონის მიმართულებით 31 მარტიდან კვირაში 2-ჯერ იფრენს. ავიარეისები შესრულდება ასევე, ჟენევა – თბილისი – ჟენევას საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით და 1 აპრილიდან მილანი – თბილისი – მილანის მიმართულებით კვირაში 2-ჯერ.

You may also like

X