Startseite » news_ge » სახელმწიფო პროგრამა უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშესაწყობად – „FDI გრანტი“

სახელმწიფო პროგრამა უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშესაწყობად – „FDI გრანტი“

by Salome Mumladze
Enterprise Georgia

მთავრობა ქმნის უცხოური საინვესტიციო პროექტების დაფინანსების ახალ პროგრამას, რომელიც პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში განხორციელდება. პროგრამის მიზანია ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის, ტექნოლოგიების შემოდინებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მხარდაჭერა.

პროგრამა „FDI გრანტის“ ფარგლებში დაფინანსება შეეხება შემდეგ სექტორებს:

  • ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის პროდუქციის წარმოება;
  • სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების წარმოება;
  • მანქანების და მოწყობილობების (მანქანადანადგარები) ასევე მათი ნაწილების წარმოება;
  • ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნეს სერვისების/პროცესების აუთსორსინგი (BPO), რომელიც გულისხმობს საქართველოდან სხვა უცხოურ ბაზარზე მომსახურების მიწოდებას/აუთსორსინგს;
  • დასაწყობება და ლოგისტიკური ცენტრების შექმნა, საჰაერო ხომალდების რემონტი და ტექნიკური მომსახურება (MRO)

ამასთანავე, უცხოურმა კომპანიებმა შემდეგი კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ:

  • საინვესტიციო პროექტი მინიმუმ 10 მლნ. ლარის ოდენობით (დაახლ. 3 მლნ. USD)
  • მინიმუმ 150 სამუშაო ადგილის შექმნა
  • სერვისების/პროცესების აუთსორსინგის სფეროში (BPO) მოღვაწე კომპანიებისთვის ინვესტიციის მინიმალური ოდენობა 5 მლნ. ლარით (დაახლ. 1,5 მლნ. USD) განისაზღვრება. ამ შემთხვევაში მინიმუმ 200 ახალი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას.

განცხადების თანახმად, კომპანიები მიიღებენ გრანტს 1 მილიონ ლარამდე, თუ ისინი დააკმაყოფილებენ კრიტერიუმებს (დაახლ. 300.000 USD). კომპანიებმა, რომელთაც პროგრამაზე განაცხადის წარდგენა სურთ, უნდა წარუდგინონ განაცხადი Enterprise Georgia-ს. ამის შემდეგ სააგენტოსა და ინვესტორს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომლის მეშვეობითაც ინვესტორი აიღებს საინვესტიციო ვალდებულებას და იწყებს პროექტის განხორციელებას, რომლის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 39 კვირაა.

You may also like

Leave a Comment

X