fbpx
Startseite » news_ge » ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის „იმუშავე საქართველოდან” ფარგლებში, 27 აგვისტოდან 4 ოქტომბრის ჩათვლით სხვადასხვა ქვეყნის 800-მდე მოქალაქე დარეგისტრირდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის „იმუშავე საქართველოდან” ფარგლებში, 27 აგვისტოდან 4 ოქტომბრის ჩათვლით სხვადასხვა ქვეყნის 800-მდე მოქალაქე დარეგისტრირდა.

by Salome Mumladze

იმუშავე საქართველოდან“ არის ინოვაციური პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა კოვიდ პანდემიის დროს, რომ მოხდეს ტურიზმის ინდუსტრიის სტიმულირება და წახალისება.

პროექტის მიზანია მხარჯველუნარიანი ტურისტების უსაფრთხოდ მოზიდვა სტრატეგიული ქვეყნებიდან რომლებიც შედარებით გრძელი ვადით იცხოვრებენ და დისტანციურად იმუშავებენ საქართველოდან.

„იმუშავე საქართველოდან“ პროექტის შესახებ სტატიები მომზადდა ისეთ გავლენიან გამოცემებში, როგორიცაა, New York Times, Forbes, Insider და სხვ.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, „იმუშავე საქართველოდან“ პროექტის ფარგლებში საქართველოს უკვე ეწვია აშშ-ის, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, უკრაინის, ახალი ზელანდიის, კანადის 83 მოქალაქე. ვიზიტორები საქართველოში ხანგრძლივი პერიოდით დარჩებიან და დისტანციურად იმუშავებენ.

„იმუშავე საქართველოდან“ პროექტის ფარგლებში საქართველოში ჩამოსვლის მსურველები.

You may also like

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X