250
24 სექტემბერს ქუთაისის აეროპორტმა, ერთი წლის ჭრილში, მემილიონე მგზავრს უმასპინძლა, იუწყება სახელმწიფო შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
შპს-ის ცნობით, მემილიონე მგზავრი გერმანიის მოქალაქე, 36 წლის პიტერ გოცინგერი გახდა. ის ე.წ. „street food”-ის ბლოგერია, საქართველოში პირველად ჩამოვიდა მეუღლესთან ერთად და დაახლოებით ერთი თვით დარჩენას გეგმავს.
ქუთაისის აეროპორტი წლის ბოლომდე მილიონ ნახევარ მოგზაურს მოემსახურება, იუწყება შპს.