Startseite » news_ge » შვედეთი, ავსტრია და ევროკავშირი ქართველ ფერმერებს 1.16 მილიონი ევროთი დაეხმარებიან

შვედეთი, ავსტრია და ევროკავშირი ქართველ ფერმერებს 1.16 მილიონი ევროთი დაეხმარებიან

by David Hufschmidt
Landwirtschaft

შვედეთმა, ავსტრიამ და ევროკავშირმა ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორში 1.16 მილიონი EUR გამოყო. პროექტ GRETA-ს ფარგლებში გამოცხადებულია საგრანტო კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავს სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ზემო იმერეთის რეგიონებში ორგანულ სოფლის მეურნეობაში ადგილობრივი განვითარების ინიციატივების ხელშეწყობას.

მხარდაჭერის მოცულობის დიაპაზონია 5,000-დან 150,000 ლარამდე. აპლიკანტის მხრიდან თანადაფინანსება უნდა შეადგენდეს მთლიანი ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ს. განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 25 მაისი. სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე

საინფორმაციო სააგენტო სარკე, 30.04.2020

You may also like

Leave a Comment

X