Startseite » news_ge » ცეკვის, მუსიკისა და სპორტის კურსებზე ახალი რეკომენდაციები გავრცელდება

ცეკვის, მუსიკისა და სპორტის კურსებზე ახალი რეკომენდაციები გავრცელდება

by DWV Admin
Covid-Corona_sars-cov-2_Empfehlungen

პანდემიის გამო ბავშვთა და ზრდასრულთა სხვადასხვა ღონისძიებებზე ახალი რეკომენდაციები გაიცა.

როგორც შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე აღნიშნავს, ჩამოთვლილი ღონისძიებების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს. ამასთანავე, დახურულ სივრცეებში სავალდებულოა ბუნებრივი ვენტილაცია, ასევე ყველა სახის ინსტრუმენტისა და აღჭურვილობის რეგულარული დეზინფექცია.

საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებისგან განსხვავებით, შემოქმედებითი საქმიანობისთვის გასატარებელი რეკომენდაციების თანახმად, საიზოლაციო ოთახი არ იქნება აუცილებელი.

გარდა ამისა, რეკომენდაციაა, რომ მაქსიმუმ 10 ადამიანის სარეპეტიციო საქმიანობა დაიშვას ერთ სივრცეში. რეკომენდებულია 10-ზე მეტი პირის შემთხვევაში სარეპეტიციო სივრცეში 5 კვ.მ ზე ერთი პირი განთავსდეს.

You may also like

Leave a Comment

X
Skip to content