305
ჰაიდელბერგცემენტი აქტიურად არის ჩართული CoVid – 19-თან ბრძოლაში. კომპანიამ რუსთავისა და კასპის 200-ზე მეტ ოჯახს პირველადი მოხმარების საჭირო სასურსათო პროდუქტები გადასცა. სასურსათო პაკეტები დაურიგდათ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის – მრავალშვილიან ოჯახებს.
შეგახსენებთ, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, გერმანიაში შეძენილი 15 000 PCR ტესტი ჰაიდელბერგცემენტმა დაავადებათა კონტროლის ცენტრს გადასცა.