პროგრამა მოიცავს თეორიული და პრაქტიკული სწავლებების 12 თვიან პერიოდს სამომავლო თანამშრომლობის მიზნით
ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია იწვევს ტექნიკური მიმართულების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ანაზღაურებად „თრეინი პროგრამაში“ მონაწილეობის მისაღებად.
„თრეინი პროგრამა” მოიცავს თეორიული და პრაქტიკული სწავლებების 12 თვიან პერიოდს სამომავლო თანამშრომლობის მიზნით ტექნიკური /საინჟინრო მიმართულებებით შემდეგ სპეციალობებში: ცემენტის წარმოება, ელექტრო და მექანიკური ინჟინერია; თრეინი პროგრამა მოიცავს ასევე საზღვარგარეთ სტაჟირებას;
გარდა ამისა, პროგრამა მოიცავს მენეჯმენტის სხვადასხვა მიმართულებებს: ფინანსურს, გაყიდვებს, მარკეტინგს, შესყიდვებსა და HR-ს;
„თრეინი პროგრამა” მონაწილეებს საშუალებას აძლევს, დაგეგმონ და განახორციელონ მათთვის საინტერესო პროექტი, რომელსაც განიხილავს მენეჯმენტის უმაღლესი რგოლი;
პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭიროა სააპლიკაციო ფორმის შევსება, რომელიც ხელმისაწვდომია ამ ბმულზე