187
დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც აქამდე 21 საათიდან 5 საათამდე მოქმედებდა, 17 მაისიდან მსუბუქდება და ე.წ. კომენდანტის საათი 23 საათზე დაიწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე ითქვა, რომ ამ მიმართულებით კონტროლი გამკაცრდება.
გარდა ამისა, საბჭოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ შეზღუდვების შემსუბუქება შეეხო სტუმართ-მასპინძლობის სფეროს და 22 მაისიდან რესტორნები შაბათ-კვირას სტუმრებს ღია სივრცეებში უმასპინძლებენ.
მთავრობის წარმომადგენლების თქმით, ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში, შესაძლოა, პირველი ივნისიდან შემდგომი შემსუბუქებებიც ამოქმედდეს.
