Startseite » news_ge » 2021 წლის მაისში საქართველო აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლებს

2021 წლის მაისში საქართველო აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლებს

by Salome Mumladze
ADB 2021 Tbilisi

აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცნობით, 2021 წლის 2-5 მაისს საქართველოში ADB-ის ყოველწლიურ შეხვედრა გაიმართება.

ღონისძიებაში 5,000-მდე მაღალი რანგის სტუმარი მიიღებს მონაწილეობას, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 17-18 სექტემბერს, ვირტუალურ ფორმატში ჩატარებული ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ერთი წლის ვადით ADB-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

ცნობისთვის, ADB-ის სექტემბრის შეფასებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება (ივნისის პროგნოზი იყო -5%, აპრილის – 0%), ხოლო 2021 წელს პროგნოზირებულია 4.5%-იანი ზრდა (ივნისის პროგნოზი იყო 5%, აპრილის – 4.5%).

You may also like

Leave a Comment

X