2 ივლისიდან ავიაკომპანია Eurowings აფართოებს თავის მარშრუტების ქსელს და თბილისსა და კიოლნს შორის პირდაპირ ავიარეისს ამატებს. რეისი შესრულდება კვირაში ორჯერ – ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს. ფრენები შესრულდება Airbus A320 ტიპის თვითმფრინავით.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის კიოლნი წარმოადგენს ახალ მიმართულებას. მარშრუტის დამატება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს საერთაშორისო კავშირების გაძლიერებისა და გერმანიასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.
ფასობრივი თვალსაზრისით, ახალი რეისი კონკურენტულ სეგმენტში პოზიციონირდება. არსებული მონაცემებით, ივლისში ერთმხრივი ბილეთის ღირებულება დაახლოებით 120 ევროდან 160 ევრომდე მერყეობს. აღნიშნული პირობები მიმზიდველს ხდის მიმართულებას როგორც ბიზნეს-მოგზაურებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.
March 2026
Concentrix საქართველო: 500 თანამშრომელი და განვითარების ახალი ეტაპი
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი კომპანია Concentrix, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან კომპანიად ითვლება მომხმარებელთა გამოცდილების (CX) გადაწყვეტილებებისა და ტექნოლოგიების სფეროში, საქართველოშიც მნიშვნელოვან წარმატებას აღწევს – ამ დროისთვის კომპანიაში უკვე 500 თანამშრომელია დასაქმებული.
კონცენტრიქსმა საქართველოში ოპერირება 2021 წელს, 18-კაციანი გუნდით დაიწყო. კომპანიის ბაზარზე შესვლა განხორციელდა Enterprise Georgia-ს აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით. დღეს კომპანია თბილისიდან ემსახურება მრავალფეროვან საერთაშორისო კლიენტებს.
მომსახურება მოიცავს სხვადასხვა სექტორს, მათ შორის საცალო ვაჭრობასა და ელექტრონულ კომერციას, სამომხმარებლო ელექტრონიკას, ტექნოლოგიებს, მედიასა და კომუნიკაციას, ასევე მოგზაურობის, ტურიზმისა და ტრანსპორტის სფეროებს. ეს მრავალფეროვნება ხაზს უსვამს კომპანიის მოქნილობას და მის უნარს, მოერგოს სხვადასხვა ბაზრის მოთხოვნებს.
კონცენტრიქს საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა მრავალენოვანი შესაძლებლობებია: მომსახურება ხელმისაწვდომია ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, ფრანგულ, ესპანურ, იტალიურ, გერმანულ, ინგლისურ და თურქულ ენებზე, რაც უზრუნველყოფს ეფექტურ კომუნიკაციას საერთაშორისო კლიენტებთან.
მომავალზე ორიენტირებული ხედვით, კონცენტრიქსი გეგმავს საქართველოში საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოებას. 2026 წლიდან კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ადგილობრივ ბაზარზე პოზიციების გაძლიერებასა და სერვისების გაფართოებას, რათა სრულად უპასუხოს მომხმარებელთა ცვალებად მოთხოვნებს.
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრმა კომპანიამ, Meet in Georgia-მ გასული წლის მსგავსად, წელსაც მიიღო მონაწილეობაერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში- ITB Berlin, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენად ითვლება.
1966 წელს დაარსების შემდეგ ITB Berlin მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ლიდერ გამოფენად ჩამოყალიბდა. ყოველწლიურად აქ წარმოდგენილი არიან ქვეყნები, რეგიონები, ტუროპერატორები, სასტუმროები და ტურიზმის სფეროს სხვა მრავალი კომპანია 180-ზე მეტი ქვეყნიდან, რომლებიც საკუთარ შეთავაზებებს წარადგენენ და ამყარებენ პარტნიორულ ურთიერთობებს საერთაშორისო ტურიზმის განვითარებისათვის.
წლევანდელი გამოფენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენდა ITB Berlin-ის საზეიმო გახსნა, რომლის მასპინძელი წელს სტუმარი ქვეყანა ანგოლა იყო. ამავე დროს აღინიშნა გამოფენის 60 წლის იუბილე – მნიშვნელოვანი ეტაპი ღონისძიებისთვის, რომელიც უკვე ათწლეულებია საერთაშორისო ტურიზმის ინდუსტრიის ცენტრალურ პლატფორმად ითვლება.
მით ინ ჯორჯია არის შემომყვანი ტურისტული კომპანია საქართველოში, რომელიც 2014 წლიდან მომხმარებელს სთავაზობს ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ ტურებს, ჯგუფებისა და ინდივიდუალური მოგზაურებისთვის. კომპანია ძირითად აქცენტს აკეთებს მომხმარებელზე, რომელსაც უყვარს ბუნება და სიახლეების აღმოჩენა. გარდა ამისა, მით ინ ჯორჯია გთავაზობთ, სპეციფიკური ინტერესის მქონე ჯგუფურ ტურებს სხვადასხვა ასოციაციებისთვის, კლუბებისთვის, ზრდასრულთა განათლების ცენტრებისა თუ გაერთიანებებისთვის. ასეთი ტურები მოიცავს გარდა ტურისტული პროგრამისა, ასევე ინდუსტრიის შესაბამის საწარმოთა ვიზიტებს თუ შეხვედრებს.
კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ინდივიდუალურ მიდგომას და ტურის დეტალურ დაგეგმვას, მაღალი კომპეტენციის გათვალისწინებით, დაგეგმის პროცესიდან მოგზაურობის დასრულებამდე. მათი მთავარი მიზანია, უზრუნველვყონ სტუმრებისა და სერვისის მომწოდებლების კმაყოფილება და ხელი შეუწყონ, სამართლიან და გამჭვირვალე ბიზნეს პრაქტიკას საქართველოში.
EUROVINO 2026 – ქართული ღვინო კარლსრუეში დიდი ინტერესის ცენტრში მოექცა
6-8 მარტს, ქ. კარლსრუეში, ღვინის გამოფენა – EUROVINO 2026 გაიმართა, რომელიც კიდევ ერთხელ გახდა საერთაშორისო ღვინის ინდუსტრიის მნიშვნელოვანი შეხვედრის ადგილი და შესანიშნავი პლატფორმა, ქართული ღვინის წარმოსაჩენად. გამოფენამ კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად დიდია საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის მიმართ ინტერესი.
საერთაშორისო პროფესიულ გამოფენაზე იკრიბებიან იმპორტიორები, დისტრიბუტორები, სომელიეები და HoReCa სექტორის წარმომადგენლები მთელი ევროპიდან ავთენტური ღვინოებისა და ახალი პარტნიორობების ძიებაში. ქართულმა მეღვინეობებმა ეს პლატფორმა წარმატებით გამოიყენეს, რათა საკუთარი უნიკალური ღვინოები წარედგინათ საერთაშორისო პროფესიული აუდიტორიისთვის და მნიშვნელოვანი კონტაქტები დაემყარებინათ.
გამოფენაში მონაწილეობდნენ ქართული კომპანიები Akureli, Mosmieri, All Season Wine და Bostogana, რომლებმაც თავიანთი პროდუქცია წარადგინეს ფართო აუდიტორიის წინაშე და ევროპის პროფესიონალ ვიზიტორებთან მნიშვნელოვანი კონტაქტებიც დაამყარეს.
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV), როგორც EUROVINO-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, აქტიურად უჭერს მხარს ქართულ მწარმოებლებს ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმის გამოყენებაში, რათა მათ შეძლონ საკუთარი ღვინოების წარდგენა საერთაშორისო პროფესიული აუდიტორიის წინაშე.
გამოფენამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად დიდია ინტერესი საქართველოს ავთენტური და ხასიათიანი ღვინოების მიმართ და რა შესაძლებლობები იხსნება მწარმოებლებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე.
EUROVINO 2026 დასრულდა, მაგრამ EUROVINO 2027 რეგისტრაცია მალე დაიწყება!
EUROVINO 2027-ის რეგისტრაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება და კვლავ შესანიშნავ შესაძლებლობას შესთავაზებს ქართულ მეღვინეობებს, გახდნენ ამ საერთაშორისო ღვინის პლატფორმის ნაწილი და საკუთარი პროდუქცია წარუდგინონ საერთაშორისო პროფესიულ აუდიტორიას.
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი, საქართველოს ბანკი, აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში ინოვაციების, მეწარმეობისა და საზოგადოებრივ განვითარებას. ბანკი სხვადასხვა ინიციატივის ფარგლებში მხარს უჭერს სტარტაპებს, სტუდენტებსა და ახალგაზრდა მეწარმეებს.
საგაზაფხულო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქალებს – მათ, ვისზეც უსასრულოდ ბევრი რამის თქმა შეიძლება, თუმცა მაინც ბევრი რამ რჩება უთქმელი. კამპანიის მიზანია ქალებისა და მათი მნიშვნელოვანი როლის წარმოჩენა ოჯახში, საზოგადოებასა და ეკონომიკაში, ასევე, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და მათი მხარდაჭერა ბიზნესში.
ქალთა საერთაშორისო დღის ფარგლებში საქართველოს ბანკმა UN Women-თან და დანიის მთავრობასთან ერთად, ორგანიზება გაუწია მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას, რომელიც ბაზარ ორბელიანზე გაიმართა.
ინიციატივამ მეწარმე ქალებს მისცა შესაძლებლობა, წარმოედგინათ საკუთარი პროდუქცია, მოეზიდათ ახალი მომხმარებლები და გაეზარდათ საკუთარი ბიზნესის ხილვადობა.
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი, პროკრედიტ ბანკი, ქალები ბიზნესში (WiB) პროგრამის ფარგლებში, 17 მარტს, 12 საათზე პროკრედიტ ბანკში ქალი მეწარმეებისთვის შეხვედრას გამართავს.
ღონისძიება განკუთვნილია იმ მეწარმე ქალებისთვის, რომლებიც საკუთარ ბიზნესს ფლობენ ან კომპანიის მენეჯმენტში ლიდერულ როლს ასრულებენ, კომპანიის ზომისა და განვითარების ეტაპის მიუხედავად.
ღონისძიების მთავარი სპიკერი იქნება თინათინ რუხაძე – ეისითი გლობალის (ACT Global) მმართველი პარტნიორი. მისი მასტერკლასი თემაზე „გაბედე, რომ გაიზარდო!“ შეეხება არჩევანს და იმ შინაგან გარდატეხას, რომელიც
ცვლის ჯერ ლიდერს და შემდეგ მის ბიზნესს. ეს არის მასშტაბურად ფიქრისა და მოქმედების გაბედულებაზე. გაბედულებაზე, იყო ის, ვინც სინამდვილეში ხარ.
შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართება ქალები ბიზნესში (WiB) პროგრამის შესაძლებლობებისა და ფინანსური ინსტრუმენტების მიმოხილვა და ღია დიალოგი მონაწილეებთან.
დასწრება უფასოა, თუმცა აუცილებელია რეგისტრაცია, რადგან ადგილები შეზღუდულია. რეგისტრაცია გაიარეთ ამ ბმულზე.
Women in Business (WiB) პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც პროკრედიტ ბანკის,ევროკავშირის, შვედეთის და EBRD-ის თანამშრომლობით ხორციელდება და
ქალი მეწარმეების მრავალმხრივ მხარდაჭერას გულისხმობს. პროგრამისფარგლებში პროკრედიტ ბანკმა ქალთა მიერ მართულ კომპანიებში უკვე 4მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
მისამართი: პროკრედიტ ბანკის სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის 21
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი, საქართველოს ბანკი FTSE 100-ში შევიდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოში, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი.
FTSE 100-ში საქართველოს ბანკი ისეთი გლობალური კომპანიების გვერდით არის, როგორებიცაა: HSBC, BP, Unilever, ROLLS-ROYCE, SHELL, BARCLAYS და სხვა.
