Startseite » news_ge » 5 აგვისტოდან რიგის მიმართულებით ფრენებს AirBaltic შეასრულებს

5 აგვისტოდან რიგის მიმართულებით ფრენებს AirBaltic შეასრულებს

by Salome Mumladze
flugzeug

მოლაპარაკებები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანია airBaltic-ს შორის დასრულდა.

დასრულდა მოლაპარაკებები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანია airBaltic-ს შორის და ცნობილი გახდა, რომ საქართველოსა და ლატვიის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 5 აგვისტოდან განახლდება.

„5 აგვისტოდან 20 აგვისტომდე შესრულდება კვირაში ერთი ფრენა, რაც გამართლებულია ეპოდემიოლოგიური თვალსაზრისით, ხოლო 20 აგვისტოს შემდეგ, თუკი კოვიდ-თან დაკავშირებული ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, კვირაში უკვე ორი ფრენა შესრულდება,“ – განაცხადა მინისტრმა ნათია თურნავამ.

You may also like

Leave a Comment

X