fbpx
Startseite » news_ge » ADB საქართველოს 170.8 მილიონ EUR-ს გამოუყოფს

ADB საქართველოს 170.8 მილიონ EUR-ს გამოუყოფს

by Salome Mumladze

აზიის განვითარების ბანკი (ADB), ფისკალური მდგრადობის და სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს 170.8 მილიონ EUR-ს გამოუყოფს, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

როგორც აღნიშნულია, ეს ფინანსური რესურსი მიიმართება ბიუჯეტში. შესაბამის შეთანხმებას ხელი 29 ოქტომბერს მოეწერა.

ეს შეთანხმება ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა, მიუთითებს სამინისტრო.

უწყების ცნობით, დახმარების ფარგლებში რეფორმები ფოკუსირებული იქნება 3 ძირითად მიმართულებაზე: COVID-19-ით გამოწველი კრიზისის შედეგად გაზრდილი ფისკალური რისკების მართვის გაძლიერება, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შიდა ბაზრის განვითარება, სოციალური დაცვის პროგრამებისა და ფისკალური მდგრადობის განმტკიცება.

Sarke Information Agency02.11.2020

You may also like

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X