გერმანულმა AE Solar-მა ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარე ქარხნიდან პროდუქციის (მზის ენერგიის მოდულები) პირველი პარტია აშშ-ში გააგზავნა. კომპანია აქამდე ექსპორტს ევროპასა და რეგიონის ქვეყნებში ახორციელებდა.
30 მაისს კომპანიის საქმიანობას ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გაეცნო. „ქარხანა, პრაქტიკულად, საწარმოო სიმძლავრის გაორმაგებას გეგმავს, რაც მეტი ადამიანის დასაქმებას ნიშნავს“, განაცხადა მან.
სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიამ საქართველოში $10 მილიონზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, ამ ეტაპზე დასაქმებულია 140 ადამიანი.
საინფორმაციო სააგენტო სარკე, 02.06.2020