fbpx
Startseite » news_ge » COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად თეგეტა მოტორსმა სამთავრობო ფონდში 200 000 ლარი გადარიცხა

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად თეგეტა მოტორსმა სამთავრობო ფონდში 200 000 ლარი გადარიცხა

by David Hufschmidt

თეგეტა მოტორსმა გაავრცელა განცხადება, სადაც კომპანია მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს განმარტავს და სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ქმედებებს მიესალმება.

„დღეს მთავარი ამოცანაა მაქსიმალური სიფრთხილით და წინდახედულებით ვიზრუნოთ ადამიანების ჯანმრთელობაზე და ყველაფერი ვიღონოთ, რათა ხელი შევუშალოთ ვირუსის სწრაფ გავრცელებას, რისთვისაც აუცილებელია სოციალური დისტანცირების პრინციპების მკაცრად დაცვა.

ამ მიმართულებით “თეგეტა მოტორსი” მიესალმება ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქვეყნის ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და გადადგმულ ნაბიჯებს. ჩვენ გვჯერა, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყებების პროფესიონალური და კოორდინირებული მოქმედება გადამწყვეტ გავლენას მოახდენს პანდემიით გამოწვეული ზიანის მინიმიზაციაზე.

მეორე მხრივ, ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მინიმალურად შესაძლებელი ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნებას. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და გავაგრძელოთ ფუნქციონირება იმ პირობით, რომ მკაცრად შევასრულებთ ჯანმრთელობის უსაფრთხოების ყველა აუცილებელ მოთხოვნას და დავიცავთ მთავრობის მიერ შემუშავებულ სტანდარტებს. ამ მიდგომას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა ვირუსის გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად.“

You may also like

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X