აჭარა ჯგუფმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ (DFC) ფინანსურ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, იუწყება აჭარა ჯგუფი.
შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებულია აბასთუმანში სანატორიუმი არაზინდოს რეაბილიტაციაა და Rooms Hotel-ის ბრენდის ქვეშ განვითარება.
პროექტის ჯამური ღირებულება $14.45 მილიონს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც ჯგუფი $5.85 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს, ხოლო DFC-სგან, ფინანსური საკონსულტაციო კომპანია Wings&Freeman Capital-ის მხარდაჭერით $8.6 მილიონის გრძელვადიან სესხს აიღებს, იუწყება აჭარა ჯგუფი.
როგორც აღნიშნულია, საქართველოს დედაქალაქს გარეთ სასტუმროების მიმართულებით ეს DFC-ს პირველი ინვესტიციაა.
76 ოთახზე გათვლილი Rooms Hotel Abastumani სტუმრებს 2024 წლიდან მიიღებს. პროექტი 150-მდე სამუშაო ადგილს შექმნის.