Startseite » news_ge » DWV-ს წევრების ონლაინ შეხვედრა

DWV-ს წევრების ონლაინ შეხვედრა

by David Hufschmidt
webinar_meeting_1

1-ელ მაისს, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მიერ ინიცირებულ ონლაინ შეხვედაში ორგანიზაციის 50-ზე მეტმა წევრმა მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, ბოლო კვირების განმავლობაში, DWV-ს სამომავლო გეგმებისა და აქტივობების შესახებ წევრების ინფორმირება. შეხვედრა გახსნა, მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა საშა ტერნესმა, რომელმაც აღნიშნა წევრების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა ისეთი საკითხების განხილვაში, რომლებიც რამდენიმე დღის წინ გამართულ ინვესტორთა საბჭოს შეხვედრაზე დადგა დღის წესრიგში. DWV-ს დირექტორმა, ბატონმა თომას კიმმესვენგერმა, მადლობა გადაუხადა წევრებს გაერთიანებისადმი გამოხატული ნდობისთვის, რაც არსებულ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ორგანიზაციის 180-ზე მეტ წევრთან მჭიდრო თანამშრომლობაზე მიანიშნებს, ბოლო კვირების განმავლობაში, თითოეულ მათგანთან განხორციელებული ინდივიდუალური საუბარი და მზაობა ურთიერთმხარდაჭერისთვის.

მსგავსი კომუნიკაციის საჭიროებას გაუსვეს ხაზი „პროკრედიტ ბანკი საქართველო“-ს გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა ალექს მატუამ და „კნაუფ“-ის დირექტორმა, ბატონმა გიორგი ჯაფარიძემ, რომლებმაც თავიანთ სფეროებში არსებულ ვითარებაზე მოკლე მოხსენება გააკეთეს. სამართლებრივი საკითხების მიმოხილვისას მმართველი საბჭოს წევრმა, ბატონმა გიორგი ბათლიძემ, რომელიც ამავდროულად იურიდიულ კომპანია „BLC“-ს წარმოადგენს, ყურადღება გაამახვილა ინფორმაციის გაცვლის აუცილებლობაზე, რაც კრიზისული ვითარების დაძლევისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება გახდეს.

შეხვედრის ბოლოს, კითხვა-პასუხის რეჟიმში, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, საკუთარი გამოცდილებები და სურვილები გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების ხელმძღვანელობისთვის პირადად გაეზიარებინათ. დასასრულს, ბატონმა საშა ტერნესმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება მჭიდრო კომუნიკაციას შეინარჩუნებს თავის წევრებთან, რათა შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილდეს მათი მოთხოვნები და არსებული ვითარებისთვის შესაბამისი კონცეფცია და გადაწვეტილებები შემუშავდეს.

აქვე გვინდა, კიდევ ერთხელ გავამახვილოთ გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრების ყურადღება და დავაფიქსიროთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია, ჩვეული სამუშაო საათებით, აგრძელებს მუშაობას. ჩვენთან დაკავშირება შესაძლებელია ელ. ფოსტის საშუალებით. ყველა, თქვენს მიერ გამოგზავნილ, აქტუალურ საკითხსა თუ პრობლემაზე ვეცდებით, აღმოგიჩინოთ მაქსიმალური მხარდაჭერა.

You may also like

Leave a Comment

X