Startseite » news_ge » DWV-ტრენინგების სერია: შრომის სამართალი, დღგ, HRM ISO, სტრატეგიული რესტრუქტურიზაცია

DWV-ტრენინგების სერია: შრომის სამართალი, დღგ, HRM ISO, სტრატეგიული რესტრუქტურიზაცია

by Salome Mumladze
Trainingsreihe

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV), JG Counselors, NEXIA TA Georgia, EVA და Cteam management consulting წარმოგიდგენთ ტრენინგების სერიას შემდეგი თემების შესახებ: შრომის სამართალი, დღგ, HRM ISO, სტრატეგიული რესტრუქტურიზაცია.

სამიზნე აუდიტორია: კომპანიების იურიდიული, საფინანსო და ადამიანური რესურსების სამსახურებისა და მმართველი რგოლის წარმომადგენლები.

ტრენერები: სერგი ჯორბენაძე, გელა მღებრიშვილი, სალომე არღვლიანი, დავით ქარდავა.

ტრენინგების გეგმა:

2 დეკემბერი, 2020 – შრომის სამართლის სიახლეები კანონმდებლობასა და პრაქტიკაში
განსახილველი საკითხები: შრომითი ხელშეკრულების მოწესრიგება, დისკრიმინაცია, „სახელფასო კომპონენტები“, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, შრომითი ურთიერთობის კავშირი სხვა, ბიზნესთან დაკავშირებულ დარგებთან.

9 დეკემბერი, 2020 – დღგ-ს დაბეგვრის ახალი რეგულაციები
განსახილველი საკითხები: ცვლილებების არსი და მიზანი,არსებული ტერმინთა განმარტებები და ახალი ტერმინების მიმოხილვა, დღგ-თი დასაბეგრ ოპერაციებსა და სხვადასხვა საგადახადო ოპერაციაში შესული ცვლილებები.

16 დეკემბერი, 2020 – რეკრუტინგი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად: ISO 30405, ISO 10667 1/2
განსახილველი საკითხები: ISO სტანდარტი, ISO HR მართვაში, ISO 30405 – რეკრუტინგის სახელმძღვანელო, ISO 10667 1/2 – შეფასების სისტემა რეკრუტინგში.

23 დეკემბერი, 2020 – რა გვასწავლა პანდემიამ? სტრატეგიული რესტრუქტურიზაცია ახალ რეალობასთან გასამკლავებლად
განსახილველი საკითხები: COVID-19-ის ზეგავლენა ბიზნესზე: წარმატებული და წარუმატებელი მაგალითები საქართველოს ბიზნეს სექტორიდან, ახალი რეალობის გათვალისწინებით კომპანიის შიდა რესურსების გადაფასება VRIO-მეთოდოლოგიის მეშვეობით (ქეისი), სტრატეგიული რესტრუქტურიზაცია ახალ რეალობაში (ქეისი).

ტრენინგების ხანგრძლივობა: 11:00-დან 15:00-მდე, 30 წუთიანი შესვენებით.

ადგილი: Microsoft Teams

ტრენინგების საფასური

ტრენინგების ცალ-ცალკე შეძენის შემთხევაში – გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრებისთვის – 120 ლარი, არაწევრებისთვის – 150 ლარი (დღგ-ს ჩათვლით).
სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/aXpFcmKvVU5AHUhS7

ტრენინგების პაკეტის (ყველა ტრენინგი) შეძენის შემთხვევაში – გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრებისთვის – 380 ლარი, არაწევრებისთვის – 480 ლარი (დღგ-ს ჩათვლით).
სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/3Fjbyx1WZwwkbxir5

ტრენინგები ჩატარდება ქართულ ენაზე.
გაიცემა სერტიფიკატები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: salome.mumladze(at)dwv.ge

You may also like

Leave a Comment

X