Startseite » news_ge » EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერით, რეგიონულ ქალაქებს ახალი ავტობუსები გადაეცემა

EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერით, რეგიონულ ქალაქებს ახალი ავტობუსები გადაეცემა

by Salome Mumladze
EBRD_European_Bank_for_Reconstruction_and_Development

მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, რეგიონული ქალაქებისთვის გათვალისწინებულია 175 ერთეული ავტობუსის გადაცემა, იუწყება საქართველოს მთავრობა.

როგორც აღნიშნულია, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

საერთო რაოდენობიდან 10-10 ავტობუსი განკუთვნილია თელავსა (აქამდე მუნიციპალური ტრანსპორტი არ გააჩნდა) და ფოთისთვის, 30 – გორისთვის, 25 – ზუგდიდისთვის, 40 – რუსთავისთვის, 60 – ქუთაისისთვის.

ავტობუსები მუნიციპალიტეტს მომდევნო წლის გაზაფხულამდე ეტაპობრივად გადაეცემა, იუწყება მთავრობა. თელავს 8.5-მეტრიანი, 5 ახალი ავტობუსი (50 მგზავრზე გათვლილი) 28 ოქტომბერს გადაეცა.

Sarke Information Agency, 31.10.2020

You may also like

Leave a Comment

X