fbpx
Startseite » news_ge » EBRD-ის ხელშეწყობით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 226 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი შეისყიდა

EBRD-ის ხელშეწყობით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 226 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი შეისყიდა

by Salome Mumladze

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, Euro-6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა, იუწყება თბილისის მერია.

როგორც აღნიშნულია, ავტობუსების ნაწილი უკვე დედაქალაქშია, დანარჩენი კი 2021 წლის მარტამდე ეტაპობრივად შემოვა.
მერიის ცნობით, მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში უკვე შემოყვანილია 550 ახალი ავტობუსი; მომავალი წლის პირველ კვარტალში დასრულდება 12-მეტრიანი 130 ავტობუსის შემოყვანა, 2021 წლიდან ასევე დაემატება 18-მეტრიანი 200 ავტობუსი.
ახალი ავტობუსების პირველი ნაკადი 10 სატრანსპორტო დერეფანზე გადანაწილდება, რომლითაც დაიწყება ფრანგული კომპანია Systra-ს მიერ შემუშავებული ახალი სამარშრუტო სქემის ეტაპობრივი დანერგვის პროცესი, აღნიშნავს მერია.
გარდა ავტობუსებისა, პროექტის ფარგლებში შესყიდულია 300 ერთეული Ford-ის მარკის, დიზელის ძრავზე მომუშავე, Euro-5-ის სტანდარტის, მიკროავტობუსი, რომელთა შემოყვანისთვის განსაზღვრულია 180 დღე, იუწყება მერია.
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, დღეის მდგომარეობით, 200 ერთეული მიკროავტობუსი არის შემოყვანილი. რაც შეეხება თბილისში მოძრავ ყვითელ მიკროავტობუსებს (მარშრუტკებს), ისინი „მართლაც კრიტიკას ვერ უძლებს და ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს“, აცხადებს ის.
მერის ინფორმაციით, დაახლოებით 3,000 მიკროავტობუსი გადაადგილდებოდა ქალაქში. „ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკისა და რეფორმის ფარგლებში ეს ციფრი განახლდება და დაახლოებით 1,500-1,200-მდე მიკროავტობუსი იმოძრავებს, რადგან მეტის საჭიროება არ არის“, განაცხადა დღეს კალაძემ.

Sarke Information Agency23.10.2020

You may also like

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X