Startseite » news_ge » EBRD-მა 38 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, „სოლიდარობის პაკეტი“ გამოყო

EBRD-მა 38 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, „სოლიდარობის პაკეტი“ გამოყო

by David Hufschmidt
EBRD

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ცნობით, EBRD-მა სასწრაფო „სოლიდარობის პაკეტი“ 1 მილიარდი ევროს ოდენობით არსებული კლიენტებისთვის 38 ეკონომიკაში, მათ შორის საქართველოში, გამოყო.

კერძოდ, EBRD-ის მხარდაჭერა მოიცავს ისეთ ზომებს, როგორიცაა გადაუდებელი ლიკვიდურობა, სამუშაო კაპიტალი და ვაჭრობის დაფინანსება.

როგორც EBRD-ის აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიით მმართველმა დირექტორმა მატეო პატრონიმ განაცხადა, „ჩვენ მზად ვართ, გავაძლიეროთ ძალისხმევა, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, ეკონომიკის მხარდასაჭერად“.

EBRD-ის მონაცემებით, დღეისათვის საქართველოში 3.7 მილიარდი EUR ინვესტიცია განხორციელდა 49 პროექტში, ფინანსურ, კორპორატიულ და ენერგოსექტორებში, ხოლო ინვესტიციების 87% კერძო სექტორზე მოდის.

საინფორმაციო სააგენტო სარკე, 7 აპრილი, 2020

You may also like

Leave a Comment

X