საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 3000 IT სპეციალისტის უფასო გადამზადების პროგრამა დაიწყო!
პროგრამა განხორციელდება ეტაპობრივად და პირველ ეტაპზე 500 IT სპეციალისტი გადამზადდება. გადამზადებას მსოფლიოში უმსხვილესი IT ტრენინგ პროვაიდერი New Horizons უზრუნველყოფს შემდეგ პროფესიებში:
- Project Management
- Front-End Programming
- Back-End Programming
- Microsoft
- Cisco Career Certification
- Blockchain
- Cybersecurity
- Computer Aided Design & Engineering
- Artificial Intelligence
- Mobile Development
- Game Development
- UX/UI Design
- Data Science
- DevOps
- QA Engineer
- Freelancing & Product Management
სასწავლო პროცესი გაიმართება ონლაინ რეჟიმში ინგლისურ ენაზე და პროფესიული გადამზადების კურსის დასრულების შემდგომ თითოეულ მონაწილეს საშუალება ექნება, მიიღოს საერთაშორისო სერტიფიკატი.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://ict.gov.ge/trainings/