Startseite » news_ge » Gvinadze & Partners LEGAL500-ის რეიტინგში

Gvinadze & Partners LEGAL500-ის რეიტინგში

by Salome Mumladze

DWV-ის წევრი კომპანია Gvinadze & Partners-ი  საერთაშორისო იურიდიული რეიტინგის LEGAL500-ის მიერ  წელსაც დაჯილდოვებული იქნა მრავალ კატეგორიაში.

მმართველი პარტნიორი ნიკა ღვინაძე კიდევ ერთხელ მოხვდა „Hall of Fame“-ის პრესტიჟულ სიაში.

კომპანიაში დასაქმებულმა სხვა წევრებმაც მოიპოვეს გამორჩეული აღიარება, მათ შორის – როგორც „Leading Partner“, „Next Generation Partner“ და „Leading Associate“.

განსაკუთრებით გამოიკვეთა კომპანიის წარმატება დავების გადაწყვეტის მიმართულებით, სადაც კომპანიამ უმაღლესი შეფასება – Top Tier – დაიმსახურა. გარდა ამისა, Gvinadze & Partners-ს აღიარეს სხვა პრაქტიკულ სფეროებშიც პროფესიონალიზმისა და მაღალი ხარისხის მომსახურებისათვის.

ამ მიღწევებით კომპანია აგრძელებს თავის 30-წლიან წარმატებულ საქმიანობას საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციების იურიდიული მხარდაჭერის სფეროში.

You may also like

X