Startseite » news_ge » LOXX Logistics მხარს უჭერს საერთო ეკონომიკურ ზონას ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე

LOXX Logistics მხარს უჭერს საერთო ეკონომიკურ ზონას ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე

by DWV Admin
Loxx

ხუთშაბათს, 2020 წლის 22 ოქტომბერს, LOXX Logistics შეუერთდა “ინიციატივას საერთო ეკონომიკური ზონისთვის ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე”. ინიციატივის ერთ-ერთი მიზანია ქვეყნებს შორის საბაჟო პროცედურების და ტექნიკური რეგულაციების გამარტივება.

ულრიხ შროდერმა, LOXX Logistics GmbH-ს მმართველმა დირექტორმა, ვიდეო კონფერენციის დროს მემორანდუმს მოაწერა ხელი. ამავე დღეს ინიციატივას კიდევ ხუთი კომპანია შეუერთდა. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთო ეკონომიკური სივრცის მხარდაჭერა ევროკავშირსა (EU) და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს (EAWU) შორის. ჩვენ უკვე აქტიური ვიყავით აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე, როდესაც მსოფლიო აღმოსავლეთის და დასავლეთის ბლოკად გაიყო. ამიტომ, ბაზრების დაახლოება – ასევე სანქციების მიღმა – ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, განაცხადა ულრიხ შროდერმა. საშუალო ზომის ლოგისტიკური კომპანია გელსენკირხენიდან, აქტიურად მუშაობს აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე 1980-იანი წლების დასაწყისიდან და ახორციელებს ტრანსპორტს ციმბირში. საერთო ეკონომიკური სივრცე, სადაც საქონლის ტრანსპორტისთვის გამარტივებული რეგულაციები მოქმედებს, მნიშვნელოვნად გაზრდის ტრანსპორტის მოცულობას და გაამარტივებს პროცესებს.

LOXX Logistics–სთვის ინიციატივის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ნიშანია – განსაკუთრებით მღელვარე პერიოდებში. კორონას კრიზისის მიუხედავად, კომპანიამ შეძლო შეენარჩუნებინა ყველა სატვირთო ხაზი ევროპასა და გელსენკირხენში, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით. ინიციატივა ამ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ურთიერთობებს ეხება. ის დაარსდა 2015 წელს და ახლა მას მხარს უჭერს თითქმის 100 კომპანია და ასოციაცია ევროკავშირისა და EAWU ქვეყნებიდან.

LOXX ჯგუფის შესახებ

1977 წლიდან LOXX ლოჯისტიკის ბაზარზე მოქმედებს. დღეს LOXX–ს აქვს 7 კომპანია 6 ლოკაციაზე: გენზელკირხენი, პლაიდელსჰაიმი (შტუტგარტი), ვარშავა, პოზნანი, კატოვიცე პოლონეთში და მოსკოვი. 2000 წლიდან LOXX-ის მთავარი ოფისი გენზელკირხენში მდებარეობს. საშუალო ზომის, მფლობელის მიერ მართილი ლოჯისტიკური კომპანია სპეციალიზდება ზოგად სატვირთო ტრანსპორტირებაზე მთელ ევროპაში, შუა აღმოსავლეთსა და შუა აზიაში, ასევე ჩრდილოეთ აფრიკაში. წლების განმავლობაში LOXX-მა მისი მომსახურებების პორტფოლიო იმდენად გააფართოვა, რომ ის ლოჯისტიკურ მომსახურებათა სრული ჯაჭვის მიმწოდებელი გახდა. მათ მიეკუთვნება სარკინიგზო საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტი, ლოჯისტიკური მომსახურებები გელზენკურხენში,  პლაიდელსჰაიმში (შტუტგარტი) და ვარშავაში, სისტემებისა და მათი ნაწილების გადაადგილება, პროექტის ლოგისტიკა ყველგან სადაც ეს აუცილებელია, მათ შორის განბაჟება და ნებართვების მიღება.

You may also like

Leave a Comment

X
Skip to content