fbpx
Startseite » news_ge » SupportIT.ge – ახალი პლატფორმა ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს მხარდასაჭერად

SupportIT.ge – ახალი პლატფორმა ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს მხარდასაჭერად

by David Hufschmidt

საქართველოს ბაზარზე არსებული კომპანიებისა და სახელმწიფო სტრუქტურების მხარდასაჭერად ახალი ტექნოლოგიური პლატფორმა – “SupportIT.ge“ შეიქმნა. სერვისის მიღება კომპანიებს და სახელმწიფო სტრუქტურებს სრულიად უსასყიდლოდ შეუძლიათ.

www.SupportIT.ge ორგანიზაციებს შესაძლებლობას მისცემს, ადვილად და სწრაფად მოახდინონ ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია, რაც დისტანციური სამუშაო რეჟიმის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აქტუალურია.

ახალი პლატფორმა დაინტერესებულ კომპანიებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს ორი მიმართულებით სთავაზობს უფასო სერვისს.

პირველი მიმართულება მოიცავს საშეღავათო 3-6 თვიან უფასო ლიცენზიებსა და პროგრამებს პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან. აღნიშნული ლიცენზიები და პროგრამები მიეკუთვნება ისეთი წამყვანი ტექნოლოგიური ბრენდების პორტფელს, როგორებიცაა CISCO, IBM, HPE, Barracuda, Palo Alto, Fudo Security, Citrix და Rapid7.

მეორე მიმართულება კი გულისხმობს IT პროფესიონალებისგან საკონსულტაციო მომსახურების მიღებას 5 სხვადასხვა ტექნოლოგიური მიმართულებით, ესენია: IT ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებები, ქსელური გადაწყვეტილებები, პერსონალური სისტემები, პროგრამული უზრუნველყოფა და ინფორმაციული უსაფრთხოების გადაწყვეტილებები.

„SupportIT.ge” კომპანია „ორიენტ ლოჯიკის“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტია და ხარჯებს სრულად კომპანია აფინანსებს.

You may also like

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X