470
ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიამ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, COVID 19-ის ვირუსთან ეფექტური ბრძოლისათვის საჭირო 110 000 ლარზე მეტი ღირებულების 15 000 PCR-ტესტი შეიძინა.
ტესტების პირველი ნაწილის ჩამოტანა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, 27 აპრილს გახდა შესაძლებელი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს გადაეცა. მეორე ნაწილი კი, შემდეგი ორი კვირის შუალედში იქნება მოწოდებული მწარმოებლის მიერ.
